პროექტის სახელი: გეორგინა
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები
ირჩევენ გეორგინას ბოლქვებს და რგავენ გაზაფხულზე.აკვირდებიან მათ ზრდა-ყვავილობას.იკვლევენ
სხვადასხვა ფაქტორების გავლენას ყვავილის განვითარებაზე.შეიძლება სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარება.ერთდროულად დარგვა
ოთახში და გარეთ და მცენარის
განვითარებაზე კლიმატის და ტემპერატურის გავლენაზე დაკვირვება. მოსწავლეები აგრეთვე
იძიებენ ამ ყვავილის როლს მსოფლიო ისტორიაში, რომელი გეოგრაფიული ადგილების დასახელებაში
გვხვდებიან და ა.შ.
მოსწავლეები სისტემატიურად უღებენ სურათებს თავიანთ
ყვავილებს, ხატავენ,ქარგავენ და სხვა სახით გამოსახავენ გეორგინებს.უღებენ სურათებს
თავიანთ ნამუშევრებს და შექმნილ ფოტოებს განათავსებენ თავიანთ ვებ-გალერეაში, აწყობენ
გამოფენას სკოლაში.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:6-10,11-14,15-17
პროექტის აქტივობები კლასში: მონაცემების
შეტანა ცხრილში,დიაგრამების აგება, გეორგინას ამსახველი ხელოვნების ნიმუშების მოძიება,
ვებ-გალერეაში გადაღებული ფოტოების ატვირთვა, შესრულებული ნამუშევრების და ფოტოების
გამოფენის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება
ბლოგი,სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს.
გადაღებული სურათებით და შესრულებული ნახატებით აწყობენ გამოფენას სკოლის ეზოში და
შენობაში.გაშენდება გეორგინას ხეივანი.
სარგებელი სხვებისათვის:პროექტის
განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ სხვადასხვა ფაქტორების გავლენის
შესახებ მცენარეების ზრდა-განვითარებაზე.გალამაზდება სკოლის ეზო მოსწავლეების მიერ
დარგული ყვავილნარით. ბავშვები ისწავლიან მასზე ზრუნვას. სკოლაში მოწყობილი გამოფენა
ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს მნახველს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით
მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში-ბოტანიკაში-შეისწავლიან რა ბოლქვიანი
მცენარის აგებულებას დაზრდის ეტაპებს,სხვადასხვა ფაქტორების გავლენას მცენარეზე. ქიმიაში-ნიადაგის
ქიმიური შემადგენლობის ანალიზით გაიღრმავებენ ცოდნას მარილების ტიპებში. გეოგრაფიაში-
ადგილების გეოგრაფიულიმდებარეობის განსაზღვრით. ლიტერატურაში- ამ ყვავილის მნიშვნელობის
განსაზღვრითქართულ ლიტერატურაში. თუ რომელი მწერლისა და პოეტის შემოქმედებაში ჰპოვა
ასახვა. ხელოვნებაშ-საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში და სხვა.
პროექტის
ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ინგა მდინარაძე
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა:ingamdinaradze1967@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий